პრეზიდენტის პრესსპიკერმა ბრიფინგი გამართა

9/14/2010

პრეზიდენტის პრეს სპიკერმა ბრიფინგი გამართა. მანანა მანჯგალაძემ მოკლკედ მიმოიხილა სასკოლო რეფორმა, უკვე მიმდინარე საპილოტო პროგრემები და მასწავლებელთა ანაზღაურების მხრივ დაგეგმილი ფინანსური დანამეტები. მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებაც მიულოცა. "ხვალ 3000 პირველკლასელს სკოლაში პრეზიდენტის საჩუქარი დახვდება, ეს არის ნოუთბუქები. ათოსანი მოსწავლეებიც მიიღებენ იმავე საჩუქარს პრეზიდენტისგან. პედაგოგთა სერთიფიცირების პირველი ეტაპი დასრულდა და ყველა სერთიფიცირებული მასწავლებელი მიიღებს 75 ლარიან დანამატს."-განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა  ბაქოში ვიზიტზე ისაუბრა.  „ბაქოში მიმდინარეობს ენერგეტიკული სამიტი, რომელსაც აზერბაიჯანის, საქართველოს და რუმინეთის პირველი პირები და უნგერეთის პრემიერ- მინისტრი ესწრება. ხელი ეწერება ძალიან მმნიშვნელოვან შეთანხმებას ევროპის მიმართულებით გაზის ტრანსპორტირების ახალი დერეფნის შექმნის შესახებ, რაც გულისხმობს გათხევადებული გაზის ტერმინალების მშენებლობას საქართველოსა და რუმინეთს შორის და ამ ტერმინალებისათვის გაზის ტრანსპორტირება აზერბაიჯანიდან მოხდება. საქართველოსა და რუმინეთის გავლით კი, გაზი უკვე უნგრეთსაც  მიეწოდება."-განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა წლევანდელი ტურისტული სეზონიც მიმოიხილა და ინვესტიციების ზრდაზე გააკეთა აქცენტი.  მისი თქმით, წელს ინვესტიციების ოდენობა 2 მილიონამდე გაიზრდება. „2010 წელს 2 მილიონამდე ტურისტი ჩამოვა საქართველოში, რამდენად მნიშვნელოვანი და საინტერესო რეგიონი ხდება საქართველო ამ მიმართულებით, ამის შესახებ რეგულარულად წერს საერთაშორისო პრესა და აშუქებს საერთაშორისო მედია"-განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

პრესკონფერენციაზე პრესსპიკერმა ბოლო პერიოდში საქართველოს მიმართ გაზრდილი საერთაშორისო მხარდაჭერაც გამოჰყო. გაიხსენა ჰილარი კლინტონის თბილისური ვიზიტი, მის მიერ რუსეთის მიმართ გამოყენებული ტერმინი "ოკუპაცია" და გაეროში დამტკიცებული რეზოლუცია, რომელიც ქართველი დევნილების საკუთრების უფლებას აღიარებს. პრეზიდენტის სახელით, მანანა მანჯგალაძემ ორგანიზაციას უპრეცენდენტო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, დამტკიცებულ რეზოლუციაზე საუბარი სავარაუდოდ სააკაშვილის ვიზიტის დროსაც გაგრძელდება. "გაეროს ტრიბუნიდან საუბარი შეეხება რუსეთის მიერ განხორციელებულ საქართველოს ოკუპაციას და საქართველოს სამშვიდობო გეგმებს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას, რომელიც საქართველოს ხელისუფლების უპირველესი ამოცანაა." -განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.