მაღლა კავკასიის მთებში ყინულით დაფარული მწვერვალების ველური ლანდშაფტი, ტყიანი ველები და სოფლები , შუა საუკუნეების ქვიანი კოშკებით გარშემორტყმული, საუკუნეების მანძილზე ჩაკეტილი იყო.
თუმცა საქართველოს ზემო სვანეთის რეგიონი - ერთი-ერთი ყველაზე მაღალი და ევროპის დასახლებიდან მოშორებული, საბოლოოდ, იხსნება გარე სამყაროსათვის.
ზემო სვანეთი- მხოლოდ 14 000 ადამიანის სამკვიდრებელი, საქართველოს უძველისი კულტურის რელიქვია- ცოცხალი მუზეუმია, სადაც ადგილობრივები იმ ენაზე საუბრობენ, რომელიც ქართულს 3 000 წლის წინ გამოეყო.
მესტიამდე- 2 500 ადამიანით დასახლებული რეგიონის დედაქალაქამდე მიღწევა , რომელიც 1 500 მეტრის ( 5000 ფუტი) სიმაღლეზე მდებარეობს ზღვის დონიდან, მოითხოვს ნახევარდღიან სახიფათო მგზავრობას უსწორმასწორო, კლდოვანი გზების გავლით.
ამჟამად, ტურისტების მოსაზიდად და რეგიონის ეკონომიკის გასავითარებლად საქართველოს მთავრობამ სვანეთთან სატრანსპორტო კავშირების გასაუმჯობესების ძირითადი პროგრამა წამოიწყო, გზების განახლებისათვის მილიონობით დოლარი ( ევრო) დახარჯა და ამ ზაფხულს მესტიის ახალი აეროპორტის მშენებლობის გეგმა წარადგინა.
მესტიის გამგებელმა გოჩა ჭელიძემ განაცხადა, რომ წლის დასასრულს სვანეთში მოსახვედრად საჭირო იქნება მხოლოდ ხანმოკლე ფრენა ან მთამდე სამანქანო გზით შეუფერხებელი მგზავრობა.
" მსოფლიოს გარშემო მიმოგზაურია და არასოდეს მინახავს სვანეთის მსგავსი ადგილი,"-განაცხადა ჭელიძემ. "ეს არის უნიკალური ადგილი, ლამაზი ბუნებით და მდიდარი მემკვიდრეობით. ჩვენ გვინდა, დანარჩენმა მსოფლიომ ნახოს ეს."
დაახლოებით 40 წლის წინ ზემო სვანეთში მიმავალი ოღროჩოღრო გზაც კი არ არსებობდა. იყო მხოლოდ თოვლიანი საცალფეხო ბილიკი, რომელიც ზამთარში ხშირად იკეტებოდა.
რეგიონი იმდენად იზოლირებული იყო, რომ შემოსევების დროს , რისგანაც საქართველო საუკუნეების განმავლობაში იტანჯებოდა, აქ კულტურული და რელიგიური საგანძური ამოჰქონდათ უსაფრთხოდ შესანახად.
ზოგიერთი საგანძური, რომელთა შორის იყო 897 წლით დათარიღებული, დიდტანიანი, ტყავში შეხვეული ბიბლია ადგილობრივ მუზეუმშია შენახული.
სვანეთის იზოლაციამ მთის უკონტროლო კულტურა წარმოშო და მთელი ისტორიის მანძილზე რეგიონს ხშირად ჰქონდა ნახევრად დამოუკიდებელობის სტატუსი.
ეს შიდა მტრობითაც იყო გამოწვეული, რამაც თავდაცვითი ქვის კოშკების მშენებლობას დაუდო საფუძველი. ისინი მე-9 საუკუნის დასაწყისიდან თარიღდებიან. შემორჩა 250-ზე მეტი კოშკი და რეგიონი გაეროს მსოფლიო მემკვიდრეობის საიტზეა აღნიშნული.
საქართველოში არეულობის პერიოდში, რომელიც 1992 წელს საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა, სვანეთი კრიმინალთა სამოთხედ იქცა ყაჩაღობითა და გატაცებებით.
2004 წელს სათავეში მოსვლის შემდეგ , საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამთავრობო ძალები გაგზავნა რეგიონში და თბილისის კონტროლი აღადგინა.
წლეულს მთავრობა 700 მილიონ ლარს ( 38 მილიონი დოლარი/30 მილიონი ევრო) ხარჯავს მარტო სატრანსპორტო და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, -აღნიშნა ჭელიძემ.
მესტიის განაპირა ნაწილში მუშები ახალ ასაფრენ ბილიკსა და აეროპორტს აშენებენ, რომელიც სავარაუდოდ 1-ლი დეკემბრისთვის იქნება მზად. რეგულარული ფრენები საქართველოს ქალაქებიდან, მათ შორის თბილისიდან იგეგმება.
სვანეთის გზის განახლებითი სამუშაოები წელს დასრულდება. ნაწილი უკვე მასიური ბეტონის ბლოკებითაა დაფარული, მუშები გზებს ხაზავენ და მთიან მხარეებს ბურღავენ.
ჭელიძის თქმით, მთავრობის მიზნია იმ პირობების გაუმჯობესება, რომელებიც საქართველოს ყველაზე ღარიბ რეგიონებს აწუხებთ.
" ამას სამუშაო ადგილები და შესაძლებლობები მოაქვს ხალხისათვის,"- აცხადებს იგი.
მაგრამ მთავრობის პროექტებს აზრთა სხვადასხვაობა, პროტესტები და მცირე შეტაკებაც კი მოჰყვა ადგილობრივებსა და პოლიციას შორის.
მესტიის ზოგიერთი მკვიდრის თქმით, მთავრობა ადგილობრივ საზოგადოებასთან კონსულტაციის გარეშე აკეთებს ზემოდან ქვემოთ ცვლილებებს და ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებისათვის კომპანიები და მუშები რეგიონის გარედან მოჰყავს.
შეკითხვებმა მიწათმფლობელობის შესახებ-- რაც წარსულში სვანეთში ოჯახებს შორის არაფორმალურად წყდებოდა, ასევე წარმოშვა პრობლემები.
რამდნიმე მკვიდრი და პოლიციელი დაშავდა ივლისის პატარა შეჯახების დროს, რომელიც ფულის გამოძალვისთვის დაკავებული ოთხი ადამიანის მხარდასაჭერად გამართულ პროტესტს მოჰყვა.
ეს ოთხი ადამიანი უცხოელი ინვესტორებისათვის იმ მიწის მიყიდვას ცდილობდა, რომელიც თაობების განმავლობაში ეკუთვნოდა მათ ოჯახებს, თუმცა მათ მფლობელობაში ლეგალურად დარეგისტრირებული არ იყო .
" სვანეთისათვის კარგია განვითარება, მაგრამ ისინი ბევრ რამეს არასწორედ აკეთებენ,"-განაცხადა თემურ ნაკანმა, 61 წლის მესტიელმა პენსიონერმა.
" ისინი ზიანს აყენებენ ფერმერებს მათი მიწის წართმევით და ადგილობრივი ხალხი არაა დასაქმებული, კომპანიებს მუშები სვანეთის გარედან მოჰყავთ.
" არავის უკითხავს ჩვენთვის იყო თუ არა ეს ის, რაც ჩვენ გვინდოდა,"-განაცხადა მან.
გამგებელმა უარყო ეს მოსაზრება და აღნიშნა, რომ "ხალხის მხოლოდ მცირე ნაწილია ოპოზიციაში" , რომელებიც უკმაყოფილებას აღვივებენ.
ზოგიერთმა შიშიც კი გამოხატა , რომ სვანეთის იზოლაციის დასასრულმა შესაძლოა რეგიონის უნიკალურ კულტურას საფრთხე შეუქნას. მაგრამ მოსახლეობისა და ოფიციალური პირების განმარტებით სვანეთის იდენტურობა საკმაოდ ძლიერია იმისათვის, რომ ასიმილაციას გაუმკლავდეს.
ჭელიძის თქმით, რეგიონის განვითარება ფაქტიურად შემოაბრუნებს მიგრაციას. ბოლო წლებში სვანეთის მკვიდრნი დანარჩენ საქართველოში უკეთეს პირობებს პოულობენ.
"ეს ხელს შეუშლის უფრო მეტი ადამიანის წასვლას და ხალხს სვანეთში დააბრუნებს,"-აღნიშნა მან. " ჩვენ არ ვაზიანებთ სვანეთის კულტურას, ჩვენ მას ვიცავთ."