საქართველოს პრეზიდენტი ბოგოტაში კოლუმბიის ახლადარჩეული პრეზიდენტის ხოსე სანტოსის ინაუგურაციას დაესწრო. მიხეილ სააკაშვილი არის ერთადერთი ევროპელი პრეზიდენტი,რომელიც კოლუმბიის ხელისუფლებამ მიიწვია. ინაუგურაციაზე ჩასულ პრეზიდენტებს საშუალება ჰქონდათ ვახშამზე არაოფიციალურ ვითარებაში ესაუბრათ.
"მოხარული ვარ, რომ ვესწრები ამ ისტორიულ მოვლენას. იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც დემოკრატიული ფასეულობები მნიშვნელოვანია, კოლუმბია მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ამიტომ დიდი სიამოვნებით დავთანხმდი ამ შემოთავაზებას და დავესწარი ინაუგურაციის ცერემონიას."