საქართველოს პრეზიდენტი სანდრა რულოვსთან ერთად პიერ კარდენის საგამოფენო ცენტს ესტუმრა, რომელიც ქართული კინოსა და თეატრის ფოტო და ვიდეო მასალის გამოფენას მასპინძლობდა. მიხეილ სააკაშვილს და სანდრა რულოვსს პიერ კარდენი შესასვლელში თავად დახვდა და მეგზურობა გაუწია. მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილი ნინო კირთაძის ფილმის პრემიერასაც დაესწრო. ფილმს ფრანგულმა მაყურებელმა უმაღლესი შეფასება მისცა.