მიხეილ სააკაშვილი კარლ ბილდტს ბათუმში შეხვდა

5/23/2010

საქართველოში სამუშაო ვიზიტით შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება.  საქართველოს პრეზიდენტისა და  შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის  შეხვედრა ბათუმშიგაიმართა. მიხეილ სააკაშვილმა და კარლ ბილდტმა ევრო-ატალანიტიკურ თემატიკასა და მომავალ ურთერთობებზე ისაუბრეს, ასევე დაათვალიერეს ბათუმი.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და სუვერენიტეტი. 

იგი თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესაც ესაუბრა. შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოში უახლოეს პერიოდში შვედეთის სამეფოს საელჩო გაიხსნება.