საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტის დეტალები შეაჯამა

4/15/2010

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ყურადღება საქართველოს პრეზიდენტის ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე ვიზიტზე გაამახვილა.

"საქართველოს პრეზიდეტმა მონაწილეობა მიიღო სამიტში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას ინიციატივით გაიმართა. მიხეილ სააკაშვილი მოხსენებით გამოვიდა, რასაც სამიტის მონაწილე 47 ქვეყნის ლიდერისა და წარმომადგნელის საკმაოდ დიდი რეაქცია მოჰყვა", - განაცხადა პრესსპიკერმა.

მისი თქმით, ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრები და საკმაოდ რთული და დატვირთული სამუშაო გრაფიკი ჰქონდა.

"თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეს იყო უპრეცედენტოდ ინტენსიური შეხვედრები. ამერიკის ვიცე პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მან მეტად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა. შეხვედრები შედგა როგორც კონგრესის უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებთან, ისე სენატის უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლებთან. აუდიენციები შედგა პრაქტიკულად ყველა კომიტეტის თავმჯდომარესთან. კონგრესში გამართულ მიღებას 50-ზე მეტი კონგრესმენი დაესწრო. ამ ვიზიტმა ცხადყო, რომ საქართველოს მხარდაჭერა აქვს შეერთებული შტატების ყველა პოლიტიკური წარმადგენლობისა და ძალის მხრიდან. ეს ზოგადი ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაფართოების ერთგვარი ტენდენციაა. ყველა პროგრმა ხორციელდება წარმატებით და ზოგადად საქართველოს, როგორც რეგიონში წარმატებულ და რეფორმებზე ორიენტირებულ ქვეყენას, ახლა აქვს არა მარტო შეერთებული შტატების პოლიტიკური ძალების მხარდაჭრა, არამედ ამერიკელი საზოგადოების მხარდაჭერაც, რომელიც არანაკლებ საგულისხმო და მნიშვნელოვანია", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ და დასძინა - "ეს პოზიცია გამოხატა, როგორც პრეზიდენტმა ობამამ, ისე ვიცე პრეზიდენტმა და თითქმის ყველა თანამოსაუბრემ, რომლებსაც პრეზიდენტ სააკაშვილს ამ ვიზიტის დროს შეხვდა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური