საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

4/14/2010

მიხეილ სააკაშვილი დაიბადა საქართველოში, თბილისში, 1967 წლის 21 დეკემბერს. იგი ყველაზე უფროსია სამ ძმას შორის. კიევის საერთაშორისო ურთიერთობების პრესტიჟული ინსტიტუტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და ნიუ იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტად ჩაირიცხა ედმუნდ მასკის პროგრამით. 1995 წელს მაგისტრის ხარისხი მიიღო სამართლის განხრით. 1995-1996 წლებში ვაშინგტონში, სწავლობდა  ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის ეროვნული ცენტრის დოქტურანტურაში.

1995 წელს იგი მიიღეს ნიუ იორკის ადვოკატურაში და თითქმის ერთი წლის განმავლობაში ეუფლებოდა ბიზნეს სამართალს პეტერსონთან, ბელკნაფთან, ვებთან და ტაილერთან. ყოფილი საბჭოთა კავშირიდან იგი პირველი მოქალაქე გახდა, რომელმაც 1995 წელს მიიღო საპატიო დიპლომი ადამიანის ულებების შედარებით სამართალში, სტრასბურგის ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტში. 

როგორც საქართველოს ადამიანთა უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრმა, მან უზრუნველყო ქართველებსა და აფხაზებს შორის პატიმართა გაცვლის შეთანხმებები და აგრეთვე სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის რომლებიც დატყვევებულნი იყვნენ მთიანი ყარაბახისათვის საომარი მოქმედებების დროს. 1992 წელს მისი თაოსნობით ჩატარდა კონფერენცია ქართველი და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მონაწილეობით   ნორვეგიის ადამიანთა უფლებათა დაცვის ინსტიტუტში, რომლის შედეგად პირველად იქნა ხელმოწერილ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

1995 წელს მიხეილ სააკაშვილი აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად და სწორედ მისი ინიციატივით საქართველოში პირველად დაიწყო მოსამართლეების შერჩევა მათი დამსახურების მიხედვით. 2000 წლის 12 ოქტომბერს იგი დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად. ამ თანამდებობაზე იგი განაგრძობდა ბრძოლას და იძიებდა პოსტსაბჭოთა საქართველოში გაბატონებულ კორუფციას უმაღლეს დონეზე. იგი ასევე გახდა იუსტიციის პირველი მინისტრი, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის მოთხოვნით გამოვიდა. მუქარის, რეპრესიისა და პიროვნული საფრთხის მიუხედავად, იგი დაუღალავად იბრძოდა დანაშაულის გამოსააშკარავებლად და ძლიერი სამხილის საფუძველზე საჯაროდ ავლენდა წამყვანი მოხელეების კორუფციულ ქმედებებს სამთავრობო დონეზე. მისმა რადიკალურმა სასამართლო რეფორმებმა იმდენად ეფექტურად გააუმჯობესეს სასამართლო სისტემა, რომ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის ქებაც კი დაიმსახურეს.  

2003 წელს გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მიხეილ სააკაშვილი და პარლამენტის აწ უკვე გარდაცვლილი წევრი ზურაბ ჟვანია გაერთიანდნენ არჩევნების შედეგების გასაბათილებლად და საზოგადოებას პროტესტისაკენ მოუწოდეს, რაც ვარდების რევოლუციის საწყისი გახდა. რევოლუციამ კულმინაციას მაშინ მიაღწია, როდესაც პარლამენტის კარებისკენ სააკაშვილი მშვიდობიანად მიუძღოდა მამაც მეოცნებე ადამიანთა რჩეულ ჯგუფს. იმის საჩვენებლად, რომ შეუიარაღებელი იყო, მიხეილ სააკაშვილმა ხელი აწია, რომელშიც მხოლოდ ერთი წითელი ვარდი ეჭირა.

2003 წლის 23 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე  დაკავებული თანამდებობიდან გადადგა და 2004 წლის 4 იანვარს ქართველმა ხალხმა ხმათა 96 პროცენტით თავის პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილი აირჩია. 37 წლის ასაკში მიხეილ სააკაშვილი გახდა ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი.

2005 წლის 25 იანვარს აშშ-ის სენატორებმა ჯონ მაკეინმა და ჰილარი კლინტონმა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წარადგინეს ნობელის მშვიდობის პრემიის ნომინაციაზე მისი "განსაკუთრებული ღვაწლისთვის მშვიდობის საქმეში... დემოკრატიის საყოველთაო ღირებულებების, პიროვნული თავისუფლებებისა და სამოქალაქო უფლებების დაცვისათვის... მისი ძალისხმევის შედეგად, ქართველი ხალხი ამჟამად აშენებს ახალ, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ საზოგადოებას. მშვიდობიანად წყვეტს იმ რთულ ეთნიკურ და სოციალურ საკითხებს, რაც წინათ ერთა დაშლის საფრთხეს ქმნიდა".

"მიშა'' - მიხეილის შემოკლებული ფორმაა და მას ასე უწოდებენ შემოკლებით - ხმათა 53,4 პროცენტით 2008 წლის 5 იანვარს მეორე ვადით აირჩიეს. როგორც საქართველოს პრეზიდენტი, იგი უკომპრომისოდ ებრძვის ყველა სახის კორუფციას. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, რუსეთმა, საქართველოს ძირითადმა ეკონომიკურმა პარტნიორმა, ბოიკოტი გამოუცხადა ყველა სახის ქართული პროდუქტის იმპორტს. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალ გლობალურ ბაზრებამდე მიაღწია, მაშინ, როდესაც საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო, პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მისმა ადმინისტრაციამ ქართული ეკონომიკა იმ ახალ, საერთაშორისო ბაზრებზე გაიტანეს, რომელთათვისაც ქართული პროდუქცია სრულიად უცხო იყო.  

შედეგად, მივიღეთ სწრაფად განვითარებადი, არაკორუმპირებული და განახლებული საქართველო, რომელიც მთელი რეგიონისათვის შთაგონების წყაროდ იქცა. იმ  პოსტ-საბჭოთა ქვეყნის ნაცვლად, რომელსაც ბიძგს აძლევდა რუსეთის იმპერია, მივიღეთ დამოუკიდებელი ეკონომიკის და სუვერენული დემოკრატიის სახელმწიფო. საქართველოს დედაქალაქი თბილისი და საპორტო ქალაქი ბათუმი სააკაშვილის ადმინისტრაციის ეკონომიკური სტრატეგიის წარმატების სიმბოლოს წარმოადგენს. გამოწვევები ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ აშკარაა ამ პატარა ქვეყნის პროგრესი, რომელიც განაგრძობს სწორი მიმართულებით სვლას.

მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ლიდერმა კავკასიის მთელ რეგიონში, საბრძოლოდ მომზადებული თითქმის 1000  ჯარისკაცი გააგზავნა ჰელმანდის პროვინციაში საბრძოლველად, ძირითადად, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა გვერდით, და ამჟამად ახალ კურსს ირჩევს  ნატოს სამხედრო ძალების შესავსებად. 2009 წლის 19 დეკამბერს "Wall Street Journal" - მა მისი ციტატა მოიტანა: 

"ერთა შორის კავშირების შემოწმება მაშინ კი არ ხდება, როცა ამის გაკეთება ადვილია, არამედ მაშინ, როცა ეს რთულია. საქართველო აშშ-სა და ევროპის მადლიერია ბოლო წლებში გაწეული თანადგომისათვის. ახლა ჩვენ გვეამაყება ის, რომ ვიდგეთ და ვიბრძოლოთ თქვენს გვერდით".