ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს მედალი გადასცა

3/29/2010

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი აუდრონიუს აჟუბალისი მიიღო. პრეზიდენტთან შეხვედრისას, მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის დამსახურებებზე ილაპარაკა და მას სიმბოლურად მედალი გადასცა, რომელზე ამოტვიფრულია წარწერა "ჩვენ გვჯერა თავისუფლების".

"მედალი ლიტვის დამოუკიდებლობის 20 წლისთავს ეძღვება და იმ ადამიანებს გადაეცემათ, რომლებმაც კარგად იციან თავისუფლების ფასი. ვის ეკუთვინის ის, თუ არა თქვენ, რომელმაც თავისუფლების ფასი ყველაზე კარგად იცის ", - მიმართა აუდრონიუს აჟუბალისმა მიხეილ სააკაშვილს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური