საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თუშეთში ვიზიტორთა ცენტრი გახსნა

3/29/2010

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თუშეთში ბრუკ შირერის სახელობის ვიზიტორთა ცენტრი გახსნა. ბრუკ შირერს საქართველოს დაცული ტერიტორიების და ეროვნული პარკების განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ცენტრის გახსნისას, მიხეილ სააკაშვილმა შირერის დამსახურებაზე ილაპარაკა, რომლის დახმარების შედეგად, ცარიელი მინდორი მეურნეობისათვის მნიშვნელოვან ადგილად გადაიქცა.

"მოხარული ვარ რომ ახლა აქ ვართ. აქაურობა ვაშინგტონში ჩვენი ბოლო შეხვედრის განხილვის თემა იყო. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ახლა უკვე ჩვენ ვიზიტორთა ცენტრს ვხსნით, რომელიც მეურნეობისთვის მნიშვნელოვანი ადგილია. ბრუკ შირერი ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ჩვენ გაგვიგო, ვინც ამ რეგიონში ხშირად ჩამოდიოდა და აქაურობაზე წერდა. რჩევამ, რომელიც მე თქვენ ერთ-ერთი ბოლო შეხვედრისას მომეცით, გამაოცა. მაშინ ბრუკმა საკუთარი საქმე მიატოვა და აქ ჩამოვიდა იმისათვის, რომ საქართველოს დაცული ტერიტორიებისთვის მიექცია ყურადღება. ჩვენს მიმართ მან დიდი ყურადღება და სიყვარული გამოხატა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"მე აქ იმისთვის ვარ, რომ ბრუკის მიმართ ღრმა პატივისცემა გამოვხატო. ამ ადამიანს თითქმის მთელი მსოფლიო მოვლილი ჰქონდა, საქართველო კი მისი უსაყვარლესი ქვეყანა იყო - იშვიათი ბუნებით და დიდი კულტურული მემკვიდრეობით. პრეზიდენტი სააკაშვილი კალიფორნიაში ნაციონალური პარკის გახსნაზე ვნახე, მაშინ ის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ამერიკის გამოცდილების გაზიარებას ცდილობდა. ახლა კი მან დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული პარკების განვითარებისთვისაც მოიცალა", - აღნიშნა ბრუკ შირერის მეუღლემ სთროუბ თელბოთმა, რომელიც ვიზიტორთა ცენტრის გახსნას შვილთან ერთად დაესწრო.

ბრუკ შირერის სახელობის ვიზიტორთა ცენტრის გახსნას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებიც ესწრებოდნენ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური