დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სუუამ-ის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტში მონაწილეობის მისაღებად კიშინეუში გაემგზავრა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "სუუამი იმ ახალ დემოკრატიულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია ხდება, რომლებიც ევროპული ინტეგრაციის გზას დააგდნენ".
თავდაპირველად, სამიტის მონაწილეებს მოლდოვას პრეზიდენტმა ვლადიმერ ვორონინმა მიმართა, რის შემდეგაც სიტყვით საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები, მიხეილ სააკაშვილი და ვიქტორ იუშჩენკო გამოვიდნენ.
მიხელ სააკაშვილმა საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანის საკითხზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ რუსი ჯარისკაცების გასვლა ქვეყნის მოსახლეობის ნებაა. მან ყურადღება კონფლიქტურ ზონებზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ თანამედროვე ევროპაში მსგავსი რეგიონები არ უნდა არსებობდეს. საქართველოს პრეზიდენტი სამშვიდობო ინიციატივის განსახორციელებლად საერთაშორისო საზოგადოებას უფრო აქტიურ მხარდაჭერას სთხოვს. მიხეილ სააკაშვილი პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე დემოკრატიულ ცვლილებებსაც შეეხო. მისი თქმით, ამ პროცესებში მომდევნო ქვეყანა მოლდოვაა და მიიჩნევს, რომ არჩევანის უფლება მოლდოველ ხალხაც აქვს.
სამიტზე სუუამ-ის პრეზიდენტ ქვეყნად მოლდოვა აირჩიეს.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური