მაისის დასაწყისში კვლევითი ჯგუფ "ბი-სი-ჯი"-ს მიერ ჩატარებულ იქნა კვლევა 1400 რესპონდენტზე. გამოკითხვა ჩატარდა თბილისში, ზუგდიდსა და გორის რაიონში.
დასმული იყო შეკითხვა: "როგორ აფასებთ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას დღევანდელ დღეს?"
შედეგების პროცენტები შემდეგნაირად განაწილდა:
თბილისში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 69,4%, უარყოფითად - 24%.
ზუგდიდში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 82,3%, უარყოფითად - 13%.
გორის რაიონში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 87%, უარყოფითად - 9%.
საპრეზიდენტო შტაბის მედია-ცენტრი