3 ივნისს, გვიან საღამოს, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
სატელეფონო საუბრისას სახელმწიფოთა ლიდერებმა რეგიონალური პრობლემები განიხილეს.
აშშ-ს პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმება მიულოცა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური