საქართველოს პრეზიდენტი მინსკში დაკავებულ „კმარას“ წევრებს შეხვდა

9/6/2005

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მინსკში ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ დაკავებულ ორგანიზაცია "კმარა"-ს წევრებს ლუკა წულაძეს და გიორგი კანდელაკს შეხვდა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება თავის მოქალაქეებს კანონიერების ფარგლებში ყველგან დაიცავს. "მზად ვართ მთელ ქვეყანაში დემოკრატიას მხარი დავუჭიროთ",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინის ხელისუფლებას და საერთაშორისო თანამეგობრობას "მორალური და დიპლომატიური მხარდაჭერისთვის".


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური