საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

7/4/2006

3 ივლისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

5 ივლისს იგი თავის ამერიკელ კოლეგას ჯორჯ ბუშს შეხვდება, ამას გარდა დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილისა და ამერიკის სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისის შეხვედრა.

4 ივლისს საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური