საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფოთში სანაპირო დაცვის წვრთნებს დაესწრო

7/16/2006

„არანაირი ომის პარტია არ არსებობს, არსებობს მმართველი პარტია, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა"-ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფოთში გააკეთა, სადაც სასაზღვრო პოლიციის საიუბილეო საზეიმო ცერემონიას დაესწრო.

პრეზიდენტი სანაპირო დაცვის შემადგენლობასა და მათ აღჭურვილობას პირადად გაეცნო. ღონისძიებას ფოთში მიხეილ სააკაშვილთან ერთად შინაგან საქმეთა მინისტრი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. „ჩვენ გვყავს მხოლოდ ერთი პარტია, საქართველოს სიძლიერის და გაერთიანების პარტია. რამდენიც არ უნდა აეშალოს ნერვები ვიღაცას, საქართველოს ხელისუფლება ამისათვის ყველაფერს გააკეთებს. ცდილობენ, რომ რაღაცას წამოგვაგონ, მე ვიცი, რომ რუსეთში რაღაც ძალა ბოღმით სკდება, რადგან ხედავენ, რომ ყოველდღე ვძლიერდებით, პრაქტიკულად, ეს ხელწამოსაკრავი და შესაჭმელი ქვეყანა აღარ არის. თუმცა რას იზამ, ბოღმისაგან ადამიანი ხან რას იტყვის და ხან რას. ჩვენ მზად ვართ რუსეთთან დიალოგის საშუალებები მოვნახოთ. მზად ვარ პრეზიდენტ პუტინს კიდევ ერთხელ შევხვდე და ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი ბოლომდე გავარკვიო. მაგრამ თუ ვინმეს უნდა, რომ საქართველო ბოლომედ გაიყინოს და მუხლებზედამდგარი ნახოს, ამას ვერ მოესწრებიან, რამდენიც არ უნდა უნდოდეთ ეს ჩვენს მტრებს საქართველოს შიგნით თუ საქართველოს გარეთ. რუსეთთან მეგობრობის ხელი გაწვდილია და ძალაშია. რუსეთთან გასაყოფი არაფერი არ გვაქვს, ის რაც ჩვენია, არის ჩვენი და ამას ვერავინ ვერ წაგვართმევს" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღესვე მიხეილ სააკაშვილმა დაღუპულ მეზღვაურთა პატივსაცემად შავ ზღვაში გვირგვინი ჩაუშვა


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური