საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვია

7/22/2006

საქართველოს პრეზიდენტი ეთნოგრაფიულ მუზემს ეწვია და ღია ცის ქვეშ გამართულ 'არტ-გენის' კონცერტს დაესწრო, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ას ოცი ანსამბლი მონაწილეობს. წარმოდგენის დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტმა ქართული ღვინო და შოთის პურებიც გასინჯა. მიხეილ სააკაშვილი ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლებს ფინანსურ მხარდაჭერას დაპირდა.

„მე დღეს ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ეს პროგრამა არი საპრეზი-დენტო პროგრამა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი ადრე კულტურაზე გამოყოფილი მთელი ფული მხოლოდ რუსთაველის გამზირზე მდებარე სამ ოთხ შენობაზე და ორმოცდაათ- ას კაცზე იხარჯებოდა, დღეს ჩვენ ვაცხადებთ, რომ საქართველო მარტო ის ხალხი არ არის, ვინც ტელევიზიით ჩანს, საქართველოში გაცილებით მეტია ხალხი, ვინც ნამდვილი ქართული ეროვნული სულის მატარებელი და მისი მთავარი დამცველია. მსოფლიოში არ არსებობს ხალხი, რომელსაც ასეთი ფოლკლორი აქვს, მსოფლიოში არ არსებობს ხალხი, რომელიც ერთხელ მაინც მოისმენს ჩვენს სიმღერას და არ შეიყვარებს. მსოფლიოში არ არსებობს ხალხი, ვისაც ქართული ცეკვა ცრემლს არ გვრის. საქართველოში ორი საწყისი იბრძვის - პანიკის, ცინიზმის, საკუთარ ძალებში სრული ურწმუნობის და მეორე - ის ხალხი, ვინც დღეს კუს-ტბაზე მღერის, ცალ ხელში ხმალი უჭირავს, მეორე ხელით ხნავს, ერთის მხრივ ემღერება და მეორეს მხრივ ყველაზე უარესისათვის ემზადება. ასეთი საქართველო ყოველთვის გამარჯვებული იქნება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური