საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასკოლო ავტობუსების პრეზენტაციას დაესწრო

9/17/2006

დღეს თბილისის მერიის წინ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რეგიონში გასაგზავნი სასკოლო ავტობუსები წარმოადგინა.

'ჩვენ ვაგზავნით ავტობუსებს საქართველოს რეგიონებში. პირველად, როდესაც მე დავიწყე სიარული საქართველოს რეგიონებში არა როგორც პრეზიდენტმა, არამედ როგორც ოპოზიციის წარმომადგენელმა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი რამ, რამაც ჩემზე მძიმე შთაბეჭდილება დატოვა იყვნენ ის ბავშვები, რომლებსაც მანძილის პრობლემის გამო სკოლებში სიარული არ შეეძლოთ. მაშინ ვფიქრობდი, რომ საქართველოში მოვიდოდა სასკოლო ავტობუსების არსებობის დრო. ვფიბრობდი, რომ ეს 10-15 წელიწადში დადგებოდა. მიხარია, რომ ეს დრო ბევრად უფრო ადრე დადგა. დღეს ჩვენ ვგზავნით 30 ავტობუსს და დამატებით კიდევ 20 ავტობუსი უახლოეს კვირებში წავა სოფლებში და შემდეგ წლებში ავტობუსების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

ეს ჩემთვის ოცნების ასრულებაა. ამ პროგრამის განხორციელებას ვულოცავ განათლების მინისტრს და ყველას. საქართველო პოსტ-საბჭოთა სივრცეზე გახდა პირველი ქვეყანა, სადაც არის ცივილიზებული სკოლის ავტობუსები. ჩვენ ვემსგავსებით ნორმალურ განვითარებულ ქვეყნებს, რაც ძალიან მახარებს"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური