საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კარელ დე გუხტსა და კონდოლიზა რაისს ესაუბრა

9/29/2006

დღეს შედგა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრები ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის - ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრ კარელ დე გუხტთან და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისთან.

საუბრისას განხილულ იქნა რუსეთის ფედერაციის დაზვერვის თანამშრომელთა გარშემო შექმნილი სიტუაცია.

საქართველოს პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი გაგრძელდეს უმაღლეს დონეზე კონსულტაციები რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური