საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვარკეთილში გასართობ-დასასვენებელი პარკი გახსნა

10/3/2006

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვარკეთილში თაყაიშვილის ქუჩაზე ევროპული სტანდარტების გასართობ- დასასვენებელი პარკი გახსნა. ისანი-სამგორის გამგეობას ჰოლანდიური ატრაქციონები კომპანია „ევროცენტრმა" გადასცა. სკვერის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი ოჯახთან ერთად დაესწრო. „ჩვენ გავაკეთებთ იგივეს ყველა ქალაქში, ჩვენ ვართ თქვენი მთავრობა, იმ ხალხის მთავრობა, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში მიტოვებული იყო. მე, როგორც საქართველოს პრზეიდენტი, გთხოვთ მოხვიდეთ 5 ოქტომბერს და აირჩიოთ მერი. იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება არჩეული მერი, რომელიც ხალხის ინტერესებს მოემსახურება" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური