საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დსთ-ს სამიტზე გაემგზავრა

11/28/2006

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მინსკში გაემგზავრა, სადაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების მეთაურთა საბჭოს სხდომას დაესწრება.

მინსკში ჩასვლისთანავე მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს დახურულ კარს მიღმა შეხვდა.

მიხეილ სააკაშვილს ბელორუსიის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში ბელორუსიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში უკვე გაიმართა დსთ-ს წევრ სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს გაფართოებული სხდომა, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

ამას გარდა, დაგეგმილია საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლისკის პრეზიდენტების, მიხეილ სააკაშვილისა და ნურსულთან ნაზარბაევის პირისპირ შეხვედრა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური