ლონდონის საფონდო ბირჟის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ინგლისში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გავლენიან იურიდიულ ფირმას "სტეფენსონ ჰარვუდს" სტუმრობდა. პრეზიდენტი ამ კომპანიის ხელმძღვანელებს შეხვდა და კმაყოფილება გამოთქვა, რომ ესოდენ სოლიდური ფირმები ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობით არიან დაინტერესებული. შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ "სტეფენსონ ჰარვუდს" საქართველოსთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი გეგმა აქვს.