19 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მეუღლესთან - სანდრა ელისაბედ რულოვსთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში მიემგზავრება. ამავე დღეს მიხეილ სააკაშვილი გვირგვინით შეამკობს ათათურქის მავზოლეუმს, გაიმართება საქართველოს პრეზიდენტისა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აჰმედ ნეჯდეთ სეზერის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც, ორი ქვეყნის პრეზიდენტები მასმედიის წარმომადგენელთათვის განცხადებებს გააკეთებენ. ასევე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრთან ქურშად თუზმენთან და საგარეო საქამეთა მინისტრთან აბდულაჰ გიულთან.
20 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი თურქ ბიზნესმენებსა და თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების თავჯდომარეს ბიულენთ არინჩს შეხვდება. ამავე დღეს საქართველოს საელჩოს გახსნის ცერემონია გაიმართება.
21 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, რის შემდეგაც იგი ქართული წარმოშობის თურქეთის მოქალაქეებთან გამართავს შეხვედრას.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 21 დეკემბერს დაბრუნდება.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური