საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თურქულ ტელეარხს ინტერვიუ მისცა

12/21/2006

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თურქულ ტელეარხს ინტერვიუ მისცა. მიხეილ სააკაშვილის აცნიშნა, რომ იგი თურქეთში ბუნებრივი აირის ფასის შესათანხმებლად კი არ ჩასულა, არამედ იმ ლოჯისტიკური დეტალების გასარკვევად, რომლის შესაბამისად თურქული წილის სახით, „შაჰ-დენიზის" გაზსადენიდან საქართველოს გაზმომარაგება მოხდება.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა რუსეთთან ურიერთობას არ გაართულებს. მისი თქმით, გაზ-მომარაგების დივერსიფიკაციამ არ შეიძლება ხელი შეუშალოს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას. საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე ენერგეტიკის სფეროში აზერბაიჯანთან, ირანთან და თურქეთთან თანამშრომლობაა. საქართველოს პრეზიდენმტა ასევე დასძინა, რომ ვიზიტის ფარგლებში 1 იანვრიდან საქართველოს გაზმომარაგების ტექნიკური დეტალებიც გაირკვევა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური