ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოჯახთან ერთად დაესწრო

12/25/2006

ზემო აფხაზეთიდან ჩამოსულმა თოვლის ბაბუამ პარლამენტის შენობის წინ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აანთო. ღონისძიებას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოჯახთან ერთად დაესწრო. თოვლის ბაბუამ მთელ საქართველოს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მთელ ერს ბედნიერება და ჯანმრთელობა უსურვა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური