საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი სამკერვალო ფაბრიკას ესტუმრა

12/28/2006

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამკერვალო ფაბრიკა შპს "სტილი" მოინახულა. პრეზიდენტმა ფაბრიკაში საახალწლო საჩუქრებიც მიიტანა და მომსახურე პერსონალს გაესაუბრა. პრეზიდენტის თქმით, დასაქმების საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში ფაბრიკაში 20 ადამიანი დასაქმდება.

"ჩემთვის ყველაზე დიდი პატივია დღეს აქ, ამ პატარა საწარმოში მოსვლა, რადგან ჩვენი მომავალი ბევრ ასეთ პატარა საწარმოზეა დამოკიდებული. საქართველო ეხლა დიდ ბაზრებსა და დიდ შესაძლებლობებს უახლოვდება. უბრალოდ, საჭიროა, რომ ჩვენ ჩვენი შესაძლებლობები გამოვიყენოთ. ეს კი ასეთი ინიციატივიან ადამიანებზეა დამოკიდებული. ეს საწარმო კლასიკური ნიმუშია იმისა, თუ როგორ პოულობს საკუთარ ადგილს მსოფლიო ბაზარზე, ქალაქის გარეუბანში მდებარე პატარა საწარმო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური