საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყაზახეთში გაემგზავრა

3/5/2007

საქართველოს დელეგაცია, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა. მიხეილ სააკაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს შეხვდება და ყაზახ მაღალჩინოსნებთან ერთად ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავს.

ქართველი და ყაზახი მაღალჩინოსნები ეკონომიკური თანამშრომლობის, საქართველოში ყაზახური ინვესტიციების გაზრდის და ყარსი-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის პროექტში ყაზახეთის მონაწილეობის საკითხებს განიხილავენ.

ხვალ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურ ვიზიტს იაპონიაში გააგრძელებს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური