საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დანიის სამეფოში ვიზიტი დაასრულა

10/10/2007

დანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი ეროვნულ მუზეუმში სიტყვით გამოვიდა. მან პასუხი გასცა შეკითხვებს, რომლებიც საქართველოს საგარეო პოლიტიკას, მათ შორის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, ასევე საშინაო პოლიტიკას და კონფლიქტების მოგვარებას შეეხებოდა.

სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა: „არა მგონია რუსეთი წავიდეს იმ ავანტურაზე, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს, რადგან ეს მას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის".

საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის ხელი მოეწერა შემოსავლებისა და ქონების ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებას. ხელშეკრულების საფუძველზე აღკვეთილი იქნება გადასახადების გადახდა, ხოლო ბიზნესი ორივე მხრიდან არ დაიბეგვრება. ხელმოსაწერად მზადდება ორი დოკუმენტი. ეს არის საჰაერო მიმოსვლის შესახებ და შემოსავლების ინიცირების ხელშეკრულება. ასევე ხელი მოეწრა ხელშეკრულებას ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ .

დღეს დანიის სამეფოდან საქართველოს პრეზიდენტი ვილნიუსში ენერგეტიკულ სამიტზე დასასწრებად გაემგზავრა.

სამიტში მონაწილეობას მიიღებენ: ლიტვის, ლატვიის, პოლონეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და რუმინეთის პრეზიდენტები, ასევე ესტონეთის, ყაზახეთის თურქეთისა და ევროკავშირის მაღალჩინოსნები.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური