დღეს საქართველოს პრეზიდენტი ევროპის ჩემპიონებს ძიუდოში კანცელარიაში შეხვდა და ღირსების ორდენით დააჯილდოვა. მიხეილ სააკაშვილმა მათ მეორე მნიშვნელოვანი გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნისათვის ეს იყო ძალიან სანატრელი და მოსალოდნელი წარმატება.
„თქვენ აგრძელებთ თქვენს ტრადიციას. არასდროს დამოუკიდებლობის შემდეგ, ჩვენ არ გვქონია მიწყობთი ამდენი სპორტული წარმატება. სახელმწიფო დებს სპორტში რესურსებს. თქვენი ინიციატივა იყო ათეულობით ძიუდოს სპორტული დარბაზის გასხნა. სამოცდაათი დარბაზი გავხსენით, სამი ოთხი წლის უკან დავიწყეთ ამის კეთება და შარშან და წელს უკვე შედეგებიც გვაქვს" - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა იმედი გამოთქვა იმის შესახებ, რომ საქართველო წარმატებას სპორტის სახვა სახეობებშიც მიაღწევს. „ფეხბურთსა და რაგბში უკვე დავიწყეთ შედეგების მიღება. ოლიმპიადისათვის განსაკუთრებულ ბიუჯეტს გამოვყოფთ, რათა ქართული სპორტი, განსაკუთრებით კი ის ოლიმპიური სახეობები, რომელშიც წარმატების დიდი შანსი გვაქვს, კარგად უნდა წარმოჩინდეს.
სპორტის ეს სახეობა ჩვენი ქვეყნისათვის არის დიდი რეკლამისა და სიამაყის წყარო. სპორტი არის ჩვენი ეროვნული სულისკვეთების, გამძლეობის, გამარჯვებისაკენ სწრაფვის სიმბოლო" -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, ძიუდოს ნაკრების მწვრთნელმა შოთა ხაბარელმა საქართველოს პრეზიდენტს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და საპატიო გუნდის სახელით კიმონო აჩუქა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური