საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე დღეს 1992-93 წლებში, აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების დედებს შეხვდა.
შეხვედრაზე აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა დამსახურებისთვის საკადრისი პატივის მიგებისა და დაღუპულთა ცხედრების გადმოსვენებასთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებზე იმსჯელეს. ყურადღება გაამახვილეს უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოკვლევა-მოძიების სახელმწიფო კომისიის საქმიანობის გააქტიურებისა და მისი ეფექტურობის მნიშვნელობაზე.
განიხილეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახებთან მიმართებაში სოციალური შეღავათების არსებობის, პენსიების სისტემის მოწესრიგების და სამედიცინო დაზღვევის საკითხები.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური