მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ლადო გურგენიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

1/21/2008

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ლადო გურგენიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ კომენტარი ინაუგურაციის დასრულების შემდეგ თავად მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. ქვეყნის პირველი პირი მომავალი მთავრობის წევრობის კანდიდატთა სიას ხვალიდან ელის. პრეზიდენტის ინფორმაციით, მან ლადო გურგენიძეს დაავალა მინისტრთა კაბინეტი განახლებული შემადგენლობით წარმოადგინოს, რომელიც უფრო ქმედითუნარიანი იქნება. „ლადო გურგენიძე წარვადგინე საქართველოს პრემიერ მინისტრად და დავავალე უახლოეს დღეებში წარმოადგინოს სერიოზულად განახლებული მთავრობის შემადგენლობა. უახლოეს დღეებში კონსულტაციები დასრულდება. ჩვენ მაქსიმალურად კარგ, ახალ მთავრობის შემადგენლობას მივიღებთ". - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური