მიხეილ სააკაშვილი ჭიათურაში ჩავიდა

2/2/2008

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმერეთის რეგიონში, ქალაქ ჭიათურაში სახელმწიფო მინისტრ დავით ტყეშელაშვილთან ერთად ჩავიდა და საფარის დასახლება მოინახულა, სადაც მოსახლეობას 15 წელია სასმელი წყლის პრობლემა აქვს.

მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და პრობლემებიც მათგან მოისმინა. საქართველოს პრეზიდენტისგან ჭიათურის გამგებელმა შენიშვნა მიიღო და შეცდომის გამოსასწორებლად ადგილობრივ ხელმძღვანელობას ორი კვირა მისცა. ხოლო მოსახლეობას წყლის პრობლემის მოგვარებას უახლოეს მომავალში დაპირდა. უახლოეს ერთ თვეში კი, გზის შეკეთებისა და სკოლის მშენებლობის პირობაც მისცა.

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა ჭიათურის სკოლა მოინახულა, ახლადგახსნილი სპორტული კომპლექსი და საცურაო აუზი დაათვალიერა. „ეს ხალხი რეალურად არის უსულგულობის მსხვერპლი. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ელემენტარული პირობები არ აქვს ხალხს. ეს პრობლემა ერთიანად უნდა ამოიფხვრას და უახლოეს პირიოდში წყალი უნდა შევიდეს სახლებში"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური