მიხეილ სააკაშვილსა და ვალდას ადამკუსს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

4/17/2008

17 აპრილს საქართველოს პრეზიდენტსა და ლიტვის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრისას ვალდას ადამკუსმა რუსეთის ქმედებები შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს საერთაშორისო სამართლებრივ ფარგლებში არ ჯდება. მისი თქმით, მსგავსი ნაბიჯები მთელს რეგიონში იწვევს დესტაბილიზაციას და საფრთხეს უქმნის სტაბილურობას.

ვალდას ადამკუსის აზრით, საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის ქმედებებზე რეაგირება უნდა მოახდინოს. საუბრისას ლიტვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის მხარემ პატივი უნდა სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დიალოგი გააგრძელოს საქართველოს მთავრობასთან. იგი თვლის, რომ რუსეთის ქმედებები საერთაშორისო სამართლებრივ ფარგლებში არ ჯდება და ეწინააღმდეგება გაეროს პრინციპებს.

ლიტვის პრეზიდენტმა ნატოს პოზიცია დადებითად შეაფასა და მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს ნათლად დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური