საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსი კინორეჟისორი ელდარ რიაზანოვი ახალ რეზიდენციაში მიიღო და ღირსების ორდენით დააჯილდოვა. საქართველოს პრეზიდენტმა რეჟისორს საქართველოში ჩამოსვლის გამო დიდი მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ რიაზანოვი იმ რეჟისორების რიცხვს ეკუთვნის, რომლის შემოქმედებაზეც თაობები გაიზარდა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პერსსამსახური