საქართველოს პრეზიდენტი ვაზიანის სამხედრო ბაზას ეწვია.
მიხეილ სააკაშვილი ქართულ-ამერიკული სამშვიდობო წვრთნების მონაწილეებს შეხვდა და ტაქტიკური მართვის ცენტრიც დაათვალიერა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართველი ჯარისკაცებისთვის ეს არის კარგი შესაძლებლობა, რათა მათ ერთი თვის განმავლობაში მომზადება გაიარონ მსოფლიოში საუკეთესო არმიის დიდი რაოდენობის წარმომადგენლებთან.
საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში ახალი სამხედრო სკოლა შეიქმნა, რომელიც ქვეყანას ასწლეულების განმავლობაში გაჰყვება.
„ვფიქრობ საქართველოში შემოვიდა ახალი სამხედრო სკოლა. ეს არის ის სამხედრო სკოლა, რომელიც ჩვენ გაგვყვება ასწლეულების განმავლობაში. მინდა გვესმოდეს, რომ ყველაფერს, რასაც ჩვენ ვისწავლით დაგრჩებათ თქვენ, ჩვენს ქვეყანას, გადაეცემა მომავალ თაობებს და მოემსახურება საქართველოს უკეთეს დაცვას"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური