საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნანი ბრეგვაძეს იუბილეს ულოცავს

7/21/2008

შემოქმედებითი მოღვაწეობის პერიოდში ნანი ბრეგვაძემ საშემსრულებლო ხელოვნებისათვის დამახასიათებელია ლირიზმით არა მარტო საქართველოს, არამედ მრავალი უცხოელი მსმენელის სიყვარული დაიმსახურა. ნანის სიმღერებზე არა ერთი თაობა აღიზარდა და მრავალი ადამიანისთვის გახდა შთაგონების წყარო. უსაზღვრო ნიჭი, საოცარი სინაზე, დამახასიათებელი არტისტიზმი, ხელოვნებისადმი სიყვარული და, რაც მთავარია, კაცთმოყვარეობა, რომელიც მის თითოეულ სიმღერაში იგრძნობა, დღესაც იპყრობს მილიონობით ადამიანის გულს.

ვულოცავ მას იუბილეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს, რათა კიდევ დიდხანს გაგვახაროს საკუთარი შემოქმედებით.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური