საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებთან მოლაპარაკებებს განაგრძობს

8/8/2008

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხრეთ ოსეთში შექმნილ ვითარებას მსოფლიო ლიდერებს აცნობს. დღეს იგი ტელეფონით ესაუბრა ლიტველ და უკრაინელ კოლეგებს, ვალდას ადამკუსსა და ვიკტორ იუშჩენკოს, ნატო-ს გენერალურ მდივანს იააპ დე ჰოოპ სხეფერს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისსა და გერმანიისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერსა და ალექსანდრ შტუბს.

მათთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა კვლავაც ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ, მშვიდობის აღდგენასა და საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების თაობაზე გაამახვილა ყურადღება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური