საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად 2008 წლის 4 ოქტომბრისთვის დანიშნული იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №2 ვაკისა და №8 დიდუბის საარჩევნო ოლქებში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის გამო, ა/წ 9 აგვისტოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოაცხადა საომარი მდომარეობა, რამაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოიწვია არჩევნების გადადება საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ასეთ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი ავტომატურად ნიშნავს არჩევნებს საომარი მდგომარეობის გაუქმებიდან მე-60 დღეს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 სექტემბრის №578 და №579 განკარგულებების თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №2 ვაკისა და №8 დიდუბის საარჩევნო ოლქებში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები დაინიშნა 2008 წლის 3 ნოემბერს.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური