საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა

10/25/2008

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წალენჯიხაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა.

მიხეილ სააკაშვილმა წალენჯიხაში მომხდარი ტერაქტი პროვოკაციად შეაფასა.

"დღეს წალენჯიხაში მომხდარი ფაქტი წარმოადგენს პროვოკაციას. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა რუსეთს არ მიეცეს იმ გეგმის შესრულების შესაძლებლობა, რომელიც აგვისტოში ვერ განახორციელა.

სანამ ასეთი განწყობა არსებობს, ქვეყანა კონფლიქტის წარმოშობის მუდმივი რისკის ქვეშ იმყოფება",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა ყველას სიმშვიდის, სიმტკიცისა და ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა უწყებათა კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე და კოორდინაციაზე ევროკავშირის დამკვირვებლებთან, რათა არ დაუშვან დაპირისპირება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური