დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატად დიმიტრი შაშკინი დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ თანამდებობისთვის იგი საუკეთესო კანდიდატურაა. მიხეილ სააკაშვილმა გადახალისებული მთავრობის შემადგენლობაზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ ხელისუფლება პროფესიონალი კადრებითაა დაკომპლექტებული, რომელიც ქვეყანას კრიზისული ვითარებიდან უმტკივნეულოდ გამოიყვანს.
"დიმიტრი შაშკინი ოთხი წელია საგანგებოდ მუშაობს ამერიკულ-რესპუბლიკური ინსტიტუტის ოფისის ადგილობრივ ხელმძღვანელად სწორედ პარტიებს შორის დიალოგზე. დღეს, როდესაც ჩვენი პასუხი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიმართ ყველაზე კრიტიკულია და საქართველოს კონსოლიდაცია ასე აუცილებელი, პარტიებს შორის დიალოგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად საზოგადოებასთან დიალოგისთვის. მნიშვნელოვანია აზრთა მუდმივი გაცვლა-გამოცვლა და დიალოგი ყველა დიდ და პატარა ჯგუფს შორის, რადიკალებსა და ზომიერებს შორის, ნაციონალურ მოძრაობასა და დანარჩენ პარტიებს შორის. ვფიქრობ, თუ ვინმე ამას შეძლებს ეს დიმიტრი შაშკინია, რადგან იგი ყველა პარტიიდან თანაბარ დისტანციაზეა, ყველასთან არის ნამუშევარი, ყველას იცნობს და ესმის მათი ენა. მიმაჩნია, რომ ეს დაეხმარება მთავრობას საკანონმდებლო სფეროში და ზოგადად ცხოვრებაში სერიოზულად მოკიდოს ხელი და გააგრძელოს იმ დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღის განხორციელება, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე პარლამენტში წინა გამოსვლისას გამოვაცხადე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური