საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ახალი შენობა გახსნა

3/14/2009

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ახალი შენობა გახსნა.

ახალი შენობა, რომელიც თანამდროვე სტანდარტებით აღიჭურვა, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე, ქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში მდებარეობს.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, წლის ბოლომდე ქუთაისში კიდევ რამდენიმე სამსახური დაიდებს ბინას, მათ შორის - კონტროლის პალატა და საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა ენერგეტიკის კუთხით სერიოზულ მუშაობას იწყებს - უახლოეს ხანში დამატებით რამდენიმე ჰიდროელექტროსადგური ააშენდება.

"ეს იმის საშუალებას მოგვცემს, რომ მომავალი წლიდან ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდეს",-აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

"საქართველო მზად არის, იყოს მაგალითი და დანარჩენ ევროპას ასწავლოს, როგორ უნდა განავითაროს თავისი ენერგეტიკა, იმის გამო, რომ ჩვენ თავის დროზე აღმოვფხვერით კორუფცია და დავიწყეთ ჰიდროელექტრო სადგურების რემონტი. კომისიამ იმუშავა ეფექტურად, იხდის საშუალო ევროპელი მომხმარებლის მესამედს ელექტროენერგიასა და გაზში. ახლა ჩვენი ამოცანაა, ელექტროენერგია ვაქციოთ საქართველოს მთავარ საექსპორტო დარგად. ენერგეტიკას ვაქცევთ სამუშაო ადგილების მთავარ წყაროდ. საქართველო არა მარტო არ ჩაბნელდება, არამედ ამ დარგს კიდევ უფრო განავითარებს,` - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტი საუბრისას ენერგოკორუფციის თემასაც შეეხო და ლევან პირველი გაიხსენა. მიხეილ სააკაშვილმა ყოფილ დეპუტატს `ენერგომაფიოზი` უწოდა. `ის არის ნამდვილი კრიმინალი, რომლის გამო საქართველო იყო ჩაბნელებული ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში. რევანშისტებს საქართველოში, ვისაც უნდა, ჩაგვაბნელოს, დაგვაბრუნოს უშუქობაში, კრიმინალში, ეს აღარ გამოუვათ,` - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური