საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ესაუბრა

5/14/2009

დღეს შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის.

საუბარში ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოხატა აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს კანონიერი, დემოკრატიულად არჩეული მთავრობის, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერირორიული მთლიანობის მიმართ.

საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული თანამშრომლობის, ორმხრივი ურთიერთობებისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური