დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში რეგიონის რწმუნებულები და გამგებლები მიიღო. მიხეილ სააკაშვილმა ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, კრიზისი ქვეყანამ შესაძლოა აღორძინებისთვის გამოიყენოს. საამისოდ, მისი თქმით, უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში საქართველოს ისტორიული შანსი ეძლევა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველმა მეწარმეებმა უნდა ისწავლონ, დაინახონ საკუთარი თავი მსოფლიო ბაზრის ნაწილად. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ გლობალური კრიზისის დასრულების შემდეგ, ქართული სასოფლო-სამეურნეო რესურსი მსოფლიო ბაზარზე აქტიურად გავა. მიხეილ სააკაშვილმა მსხვილ საწარმოებში შექმნილ პრობლემებზეც ილაპარაკა.
"ზესტაფონის ფეროს პრობლემების გამო,სერიოზული პრობლემები გაჩნდა ასევე ჭიათურ მანგანუმში, შემცირდა ხალხის პაოდენობა. ამ პრობლემებში ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ ხალხს სხვა კუთხით მაინც დავეხმაროთ. საჩხერემდე როგორც იქნა მივიდა გზა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენ რაჭაში გადასასვლელ გზაზეც ვმუშაობთ. ბოლო ინფორმაციით, ობელისკთან ბავშვებს სჭირდებათ ფეხბურთის მოედანი, რაც უკვე დავავალე ჩვენი ადმინისტრაციის უფროსს.
ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნის მიერ ოთხი თვის განმავლობაში ქვეყანის ასარევად მაქსიმალურად ყველაფერი გაკეთდა, მაგრამ მთლიანად საზოგადოებისთვის ვერავინ ვერ მოახერხა მაშტაბური პრობლემის შექმნა.
ჩვენი საზოგადოება პასუხისმგებლობით სავსე აღმოჩნდა. ოცნებები, რომ საქართველოს ჩაითრევდნენ რაღაც სახის სამოქალაქო ომში, ძალიან მცდარი აღმოჩნდა. ხალხი სტაბილურობისა და განვითარების მომხრეა. მავრობაც უნდა იყოს ამ ინსტიქტის გამტარებელი რეგიონებში. ჩვენ გვაქვს ხალხის მხარდაჭერა.
საქართველო ში, რეალურად კრიზისია, რომელიც ურტყამს მსოფლიო ეკონომიკას.მთავარია ჩვენ შევძლოთ ჩვენი პროგრამების განხორციელება.
კრიზისი რა თქმა უნდა პრობლემურია. სამწუხაროდ, ჩვენთან ბევრი სამუშაო ადგილები დაიკარგა.
კრიზისის დროს საწვავის ფასი შედარებით დაბალია, რის გამოც შეგვიძლია სასოფლო სამეურნეო სამუშაოები უკეთესად ვაწარმოოთ. ჩვენი ბაზარი საშუალებას იძლევა კიდევ ორჯერ გავზარდოთ სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ჩვენ უნდა ვასწავლოთ ხალხს თავისი თავის მსოფლიო პერსპექტივაში დანახვა.ჩვენ უნდა თავს ვგრძნობდეთ მსოფლიო ბაზრის შემადგენელ ნაწილად.
საპროცესო განაკვეთი დღეს საბანკო მსოფლიოში ძალიან დაბალია, ქართულ ბანკებში კი, შედარებით მაღალი. შარშან, რამდენიმე თვით ადრე ვამბობდი, რომ ომის ძალიან დიდი ალბათობაა, თუმცა ამას საჯაროდ არ ვაცხადებდი.
ახლა შემიძლია გამოვაცხადო, რომ დღეს საქართველოს ახალი სამხედრო კომფროტაციის სფართხე არა აქვს. ის რაც ამერიკაში აშენებულია, ეს სულ 30-იანი წლების დეპრესიების დროს მოხდა. კრიზისისას შესაძლებელია ჩვენი ქვეყანის აშენება. ამ დღეებში ქობულეთში იმ გზის მშენებლობა მთავრდება, რომლის მშენებლობაც მე გავხსენი. ასევე აშენდა ავტობანი. თელავი იქნება თბილისიდან 45 წუთის სავალი.
სრულიად ახალი შესაძლებლობებია კახეთში ტურიზმის და მევენახეობის და მთლიანად სოფლის მეურნეობის განვითარებისკენ.
მესტიაში დღეს 500 ადამიანია დასაქმებული და თუ ეს ყველა პროგრამა რეალურად განხორციელდა, 500 კიდევ უნდა დასაქმდეს.
ჩვენ დაგვჭირდება 5-დან 10000-მდე სამუშაო კადრი უახლოესი სამი წლის განმავლობაში. მესტიაში შეგვიძლია ნახევარი მილიონი ტურისტი მივიღოთ.
ფოთში შენდება ახალია ეროპორტი, რომელიც 2011 წელს დამთავრდება.
ტურისტული ჯგუფებისთვის, ფოთიდან ახალი გზით მესტიის უნიკალურ ტურისტულ პოტენციალამდე იქნება ახალი გზით 230 საათის სავალი.
თავის დროზე დიდი შეცდომა იქნა დაშვებული, ჩვენ გვეჩქარებოდა და ყაზახების მოცემული ფულით ბათუმიდან გამოვიყვანეთ, მაგრამ იმდენი ფული მისცეს, რომ მათმა დიდი უმრავლესობამ ვერ შეძლო სახლების ყიდვა.
რეალურად, ეს ხალხი დაუსაქმებელია. მარტო სასტუმროებში, მე და ლევან ვარშალომიძე ვთვლიდით, რომ ორ წელიწადნახევარში 10000-მდე ადამიანი იქნება დასაქმებული.
ახლა, როცა აფხაზეთიდან დევნილებს ვუშენებთ სახლებს და დარწმუნებული ვარ ეს დროებითი იქნება იმიტომ, რომ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში.
ეს სახლები უნდა აშენდეს ქალაქ ფოთთან იმიტომ, რომ უნდა განვავითაროთ ფოთის ინდუსტრიული ზონა. წელს ქუთაისშიც რამდენიმე სამუშაო ადგილი იქნება.
სამუშაო ადგილები აუცილებლად იქნება ფოთში, აუცილებლად იქნება იქ, სადაც იქნება დიდი ელექტროსადგურების მშენებლობა.
გარდა იმისა, რომ ფარავანს ვიწყებთ წელს, გარდა იმისა, რომ გზები გაგვყავს და რეალურად თბილისის ახალქალაქში წყდება პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემა.
ფარავნის მთა, იგივე მანძილზე სავალია, როგორც გუდაური, სადაც არის საშუალება უნიკალური სათხილამურო კურორტის აშენების.
საქართველო მზად შეხვდება ტურსტულ ბუმს, ახალ სასოფლო სამეურნეო ბუმს. გავალთ იმ მაჩვენებელზე, რაც კომუნისტებამდე არ იყო.
ჩვენ შევძლებთ საქართველოს ჰქონდეს დადებითი სავაჭრო ბალანსი.
უახლოესი ორი-სამი წელი არის ისტორიული შანსი ჩვენი ქვეყნისთვის.
სოფლების პროგრამა წელს 20 მილიონი ლარი ჯდება.
მომავალ წელს ეს უნდა გავასამმაგოთ.
შემდეგი ოთი-ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში ყველა სკოლა ევროპული დონის იქნება.
ჩვენ განათლების სამინისტროსთან ერთად ველაპარაკებით აშშ განვითარების სააგენტოს იმისათვის, რომ მომავალ წელს 20 მილიონი დოლარი მოგვცენ, რათა
ამერკიდან ან ინგლისიდან ჩამოყვანილმა პედაგოგებმა ააწყონ ინგლისური სწავლება. მესტიაში ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს ინგლისური.
ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ, უბრალოდ გვჭირდება მიდგომა.
სახელმწიფომ უნდა გახსნას ამის საშუალება.
საქართველოში ყველაზე დაბალი ელექტროენერგიის ტარიფებია,
ასევე გაზის დაბალი ტარიფები.
ჩვენ ყველანი ვმუშაობთ იმაზე, რომ დავაჩქაროთ მრიცხველების დადგმა.
საგანგებოდ ჩავედი პრაღაში, რომ ენერგოპროსთან გაგვერკვია საკითხები.
მგონი ნელნელა გაუმჯობესებისკენ არის ყველაფერი."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური