საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თურქეთის ელჩი ერთან თეზგორი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

9/11/2009

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თურქეთის ელჩი ერთან თეზგორი ღირსების ორდენით დააჯილდოვა და გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა. "მადლობლები ვართ იმ საქმიანობისათვის, რომლებიც თქვენ გასწიეთ საქართველოსთვის. თურქეთსა და საქართველოს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. ჩვენს ქვეყნებს შორის რამდენჯერმე გაიზადა სავაჭრო ბრუნვა. თურქეთსა და საქართველოს მჭიდრო პილიტიკური და ეკონომიკური პარტნიორობა აკავშირებს. თურქეთი ჩვენი ქვეყნის მთავარი მოკავშირეა რეგიონს შორის." - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

თავის მხრივ, თურქეთის ელჩმაც საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ჯილდოსთვის და განაცხადა, რომ მისთვის რთულია საქართველოს დატოვება. "ეს ორდენი ჩვენი მეგობრობის სიმბოლოა. მინდა მიღებული ჯილდო თურქეთის საელჩოს თანამშრომლებს გავუზიარო, რომლების თავდაუზოგავად შრომობდნენ იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც ჩვენ დავისახეთ. თქვენი მმართველობის პერიოდში აშკარად წინ წაიწია საქართველომ. თურქეთს სახით გვერდით ეყოლება მოძმე ქვეყანა, რომელიც საქართველოს მხარდამჭერი იქნება."-განაცხადა ერტან თეზგორმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური