საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიგაუდას უშაცკასი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

10/1/2009

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში ვიზიტით მყოფი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიგაუდას უშაცკასი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელს საქართველოსთვის აღმოჩენილი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის ჯილდო კალაუბანში გადასცა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ვიგაუდას უშაცკასმა მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა და საქართველოსადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. "მარტივ თუ რთულ პერიოდში ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვიდგებით. ჩემი ოცნებაა, საქართველოს დედაქალაქი - თბილისი მთელი ევროკავშირის კულტურის დედაქალაქად იქცეს", - განაცხადა ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თბილისი მალე გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქი გახდეს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური