საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააცნო .
მანანა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტაციას ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. ამ თანამდებობას პრეზიდენტის დაცვის სამსახურის უფროსი თემურ ჯანაშია დაიკავებს. ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ეკატერინე შარაშიძე იქნება პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში და კოორდინირებას გაუწევს ინვესტიციების მოზიდვას.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური