საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგი გამართა.
"მოგესალმებით კოლეგებო!
ბრიფინგის თემა იქნება საარჩევნო კოდექსი და პრეზიდენტის პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით.
როგორც თქვენთვის ცნობილია ცხრათვიანი მუშაობა, რომელშიც განსხავავებული პოლიტიკური პოზიციების მქონე პოლიტიკური სუბიექტები იყვენენ ჩართული, დასრულებულია. საკანონმდებლო პროექტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ უკვე მზად არის პარლამენტში შესატანად. ქვეყნის პირველი პირი თვლის, რომ მისასალმებელია და საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია ის, რომ კოდექსში ცვილელბებზე მუშოაბისას მიღწეული იქნა ფართო შეთანხმება და პოლიტიკურმა სუბიექტებმა განსხვავებული პოზიციების მიუხედავად იპოვეს ძალები ერთად დამსხდარიყვნენ და მონაწილეობა მიეღოთ კოდექსში შესატან ცვილებებზე მიმდინარე სამუშოებში.
იყო მთელი რიგი საკითხები, რაზეც იყო განსახვებული მოსაზრება და საბოლოოდ რამდენიე ძირეულ საკითხზე მოხდა შეთანხმება, თუმცა ასეევ უნდა ითქვას, რომ წარმოუდგენელია ყველა თემაზე კონსენსუსის მიღწევა. პრეზიდენეტი მიიჩნევს, სწორედ ეს რამდენიმე შეთანხმებული საკიხთი საკმაოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითრებისთვის.
პირველ რიგში ეს არის მერის პირდაპირი წესით არჩევა. ეს იქნება პირველი პრეცედენტი საქართველოში. როგორც მოგეხსენებათ, ეს იყო ხალხის დაკვეთა, ეს იყო პრეზიდენტის ერთ-ერთი ინიციატივაც და ეს იყო ოპოზიციის მოთხოვნაც.
მინდა დავამატო, საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ გასული წლის სექტმბერში ისაუბრა გაეროს ტრიბუნიდან. ევროპის ბევრ ქვეყანაში მერის პირდაპირი წესით არჩევა არ ხდება. პრეზიდენტი თვლის, რომ ეს ერთ-ერთი დიდი მიღწევა და წინ გადადგმული ნაბიჯია, მით უფრო, რომ უშულოდ საზოგადოებას ექნება საშულება მის მიერ არჩეული ქალაქის თავის საქმინობაში გარკვეული კორექტივები შეიტანოს.
მერის ლეგიტიმიზაციაც საკმაოდ მაღალია, რადგან პრეზიდენტის შემდეგ ის არჩევნებში მიღებული ხმათა რაოდენოთ ლიდერთა შორის იქნება.
განისაზღვრა მერის არჩევნების დროს ბარიერი, რომელიც უნდა გადალახონ კანდიდატებმა და ეს არის 30 პროცენტიანი ზღვარი. თუმცა უნდა ითქვას, რომ უმეტს ქვეყნებში პირველ ადგილზე გასული კანდიდატი ხდება ქალაქის მერი და ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ეს იყო უმრვლესობასა და ოპოზიციას შორის მიღწეული კომპრომისი.
რაც შეეხება თბილისის საკრებულოს, აქ მოხდა შეთანხმება და განისაზღვრა 4 პროცენტიანი ბარიერი. რაც ბევრ პოლიტიკურ სუბიექტს მისცემს თვითმმართველობის ორგანოში მოხვედრის საშულებას. შესაბამისად შეთანხმება მოხდა საკრებულოს დაკომპლექტების თობაზეც. 25 მაჟორიტარი და 25 პროპორციული სიით გასული კანდიდატი მიიღებს საკრებულოს წევრის მანდატს. თქვენ გახსოვთ, რომ არსებობდა რადიკალური მოსაზრებები, ოპოზცია ითხოვდა პროპორციულ სიებს, ხოლო უმრვლესობა მაჟორიტარი კანდიდატების წამოყენებას და აქ იქნა სწორედ კომპრომისი მიღწეული.
პრეზიდენტი თვლის, რომ მნიშვნელოვანია ცესკოს თავმჯდომარის საკითხი, შეთახმების მიხედვით, პრეზიდენტი შეარჩევს სამ კანდიდატს და ამ სამიდან უკვე ცესკოში წარმოდგენილი ოპოზიციის ძალები აირჩევენ საარჩვენო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ენდიას ფორმატში და ამავე ორგანიზაციის ოფისში მიმდინარე 9 თვიანი მუშაობა საკმაოდ ნაყოფიერი იყო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ პროცესში განსხავავებული მოსაზრებების პოლიტიკური სუბიექტები იყვენენ ჩართული და მათ გამონახეს იმისა ძალა, რომ ამ განსხახვევებული პოზიციის მიუხედავად ჩაერთვნენ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვილილებებზე მუშაობაში.
რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან და წინ გადადგმულ ნაბიჯად მიაჩნია მას და საკმაოდ ცვლის იმ საარჩევნო გარემოს, რომლის მიმართაც პრეტენზიები გამოითქმებოდა.
ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ისევ საარჩევნო თემის გაგრძელებაა და არჩევნების თარიღს უკავშირდება. თქვენ გახსოვთ პრეზინდეტის პარლამენტში გამოსვლისას მან განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნები 2010 წლის მაისში გაიმართება. ეს თარიღი უცვევლი რჩება, იმისათვის, რომ სამართლებრივად განისაზღვროს არჩევნების თარიღი, პრეზიდენტი თხოვნით მიმართავს საკონსტიტუციო კომისიას მომზადდეს კანონპორექტი საკონსტიტუციო ცვილებების შესახებ, სადაც იქნება გარდამავალი დებულება და ჩაინიშნება არჩევნების თარიღი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნები 2010 წლის მაისში ჩატარდება. "- განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ჯურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის მიერ დამოუკიდებელი ტელეკომპანიებისთვის სახელმწიფო დახმარების თაობაზე გაკეთებული განცხადება ქართულ მედიაში არასწორად არის ინტერპრეტირებული. მისი თქმით, პრეზიდენტი საქმის კურსშია და ზუსტად იცის, თუ რა განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კერძოდ, ვაშაძემ ისაუბრა სახელმწიფოს მხრიდან დამოუკიდებელი მედია საშუალებებისთვის საკანონმდებლო გარანტიების, საგადასახადო ხელშეწყობის თაობაზე და არ ყოფილა საუბარი არანაირ დაფინანსებაზე.
ამასთანავე, მანჯგალაძის თქმით, ვაშაძეს არ დაუკონკრეტებია რომელიმე კერძო ტელეკომპანია, საუბარი იყო ზოგადად დამოუკიდებელი მედიისთვის სახელმწიფო ხელშეწყობაზე.
მანანა მანჯგალაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ NDI-ის ოფისში მიღწეულ შეთანხმებებს ხელი არ მოაწერა ირაკლი ალასანიას "ალიანსმა", ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტი საქმის კურსშია და მიიჩნევს, რომ საკმაოდ ბევრ საკითხზე მოხდა კომპრომისის მიღწევა და თუ ვინმე გამოთქვამს უკმაყოფილებას ამასთან დაკავშირებით, ეს მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციონერობაა და მეტი არაფერი.
მანამა მანჯგალაძე ტირძნისიდან გატაცებული ბავშვების საქმესაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ საქმეში სარკოზი და ბაიდენიც ჩაერთვებიან.
ამ თემასთან დაკავშირებით უკვე შედგა საუბარი ამერიკის ვიცე პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან, პროცესში ასევე ჩართულია საფრანგეთის ხელისუფლება. სწორედ გატაცებული ბავშვების გათავისუფლების თაობაზე პრეზიდენტ სარკოზის დავალებით მოხდა რუსეთის პრემიერთან პუტინთან დაკავშირება. ამ პროცესში საკმაოდ არის ჩართული ევროკავშირი.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური