საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ბრიფინგი გამართა. მანანა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე დღის წინ რუსეთის დედაქალაქში საქართველოს მოქალაქის 19 წლის ედუარდ ღურწკაიას მკლვლელობის ფაქტს გამოეხმაურა, ის გულისტკივილს გამოთქვამს ქართველი ახალგაზდრის მკვლელობის გამო და პირველ რიგში თანაგრძნობას უცხადებს გადაცვლილის ოჯახს. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი შეშფოთებას გამოთვამს იმის გამო, რომ რუსეთში გრძელდება ქართველების დევნა ეთნიკური ნიშნით, რაც განსაკუთრებით შემაძრწუნებელია.
როგორც მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა "პრეზდენტის განკარგულებითა და დავალებით ყველა ხარჯი სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო. მოხდა როგორც გარდაცვლილის გადმოსვენება, ასევე მისი მოსკოვში მყოფი ოჯახის წევრების ჩამოყვანაც, დაკრძლვის ხარჯებსაც სახელწმიფო იღბეს საკუთარ თავზე. პრეზიდენტის დავალებით საქმეში ჩართულია უშუალოდ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო. საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მიმართვას საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, მიმართავს უცხოეთში მყოფ ქართველებს დაბრუნდენენ თავიანთ სამშობლოში -საქართველოში, სადაც სახელმწიფო მათ ყველანაირ ხელშეწყობას პირდება"-განაცხადა მანანა მანჯგალაძემ
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური