საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სასახლეში ევროპაში აშშ-ს საჰაერო ძალების სარდალს, გენერალ როჯერ ბრედს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა და როჯერ ბრედმა ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს როლზე და ქართველი ჯარისკაცების მოღვაწეობაზე იმსჯელეს.
"მოვისმინე ჰილარი კლინტონის განცახდება. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ სწორედ საქართველო, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისით მცირერიცხოვანია, აღმოჩნდებოდა ის ქვეყანა, რომელმაც ერთ სულ მოსახლეზე შეფარდებით ყველაზე დიდ კონტიგენტი გააგზავნა ავღანეთში.
ქართველებს ავღანეთში ყოფნის დიდი ტრადიცია აქვთ. ავღანეთში არსებობს ისტორიული ცნება, რომ გურჯები საუკეთესო მებრძოლები იყვნენ."-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური