პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს მთავრობასა და კორეულ-თურქულ კონსორციუმს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

12/8/2009

პრეზიდენტის სასახლეში ხელი მოეწერა მემორანდუმს, რის საფუძველზეც თურქულ-კორეული კონსორციუმი საქართველოში ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურს ააშენებს. მიხიელ სააკაშვილის განცხადებით, ჰესის მშენებლობაზე 20 ათასი ადამიანი დასაქმდება და პროექტში 1 მილიარდის ინვესტიცია ჩაიდება.

"ეს ნიშნავს საქართველოში მეორე ენგურის აშენებაა. ეს ნიშნავს იმერეთსა და რაჭაში დასაქმებულ 20 ათას ადამიანა. ვფიქრობ, რომ იქ სხვა პროექტებთან ერთად 2011 წლიდან დასაქმებულების დეფიციტი გაგვიჩნდება.

2011 წლიდან საქართველოში უზარმაზარ საინვესტიციო პროგრამას განვახორციელებთ. ეს გარდა იმისა, რომ ხალხს დაასაქმებს, საქართველოს ელექტროენერგიის სახით მუდმივი ექსპორტის წყაროს გაუჩენს.

ყველაზე საუკეთესო ენერგოკომპანია "კეპკო" პირველად ახორციელებს საქართველოში კორეულ ინვესტიციას. ყველაზე წარმატებული სამშენებლო კომპანია "ნუროლი" მისი პარტნიორია.

უახლოეს მომავალში ფარავნის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ვიწყებთ.1 წელიწადში კი, ნამახვანის მშენებლობა დაიწყება.

ეს საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და ახალი პარტნიორობის დასაწყისია."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური