საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ”ცესკო”-ს დაკომპლექტების საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

1/6/2010

საარჩვენო ადმინისტრაციის დაკომპლექტების საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგი გამართა. როგორც პრესსპიკერმა აღნიშნა, პრეზიდენტი თავს ვალდებულად მიიჩნევს, ამ საკითხის თაობაზე სწორედ მისგან მოისმინონ ინფრომაცია.

ცნობილია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში სამ ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულია კონსკურსი. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ წუთის მონაცემებით უკვე შემოსულია 9 განაცხადი. საბუთების მიღება 31 დეკემბრიდან დაიწყო და 8 იანვრის ჩათვლით გაგარძელდება, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდეგ საკონკურსო კომისია ერთ ვაკანტურ ადგილზე სამ კანდიდატს შეარჩევს. მათგან ორ კანდიდატს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს 11 იანვარამდე წარუდგენს.

"რაც შეეხება "ცესკო"-ს თავმჯდომარეს, როგორც ცნობილია, საერთო შეთანხმების მიხედვით, კონსულტაცია უნდა გაიმართოს პრეზინდეტსა და არასამთვრობო ორგანიზაციებს შორის და მხოლოდ ამის შემდეგ შეირჩევა სამი კანდიდატი. ასევე შეთანხმების თანახმად, ამ კანიდადატურებს განსახილველად წარუდგენენ "ცესკო"-ში მყოფი ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებს და სწორედ ოპოზიცია აირჩევს "ცესკო"-ს თავმჯდომარეს", - განაცხადა პრესსპიკერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მსგავსი ფორმით არჩევა პირველი პრეცედენტია. აღნიშნული გადაწყვეტილება სწორედ ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის გამართული კონსულტაციებისა და შეთანხმების შედეგია. მანანა მანჯგალაძის თქმით, მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაწყებულია და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებს პრეზიდენტი უახლოეს დღეებში გამართავს.

"ცესკო"-ს თავმჯდომარის წარდეგენის ბოლო ვადაც 11 იანვარია.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური